logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი არჩევანია სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, განათლება, ქალაქი, რომელიც ახალგაზრდობის არჩევანი იქნება
- +

31 ოქტომბერი. 2020. 11:37

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ოჯახთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

 

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ხმა მისცა სიმშვიდეს, სტაბილურობას და განვითარებას.

 

„ჩემი არჩევანია სიმშვიდე, სტაბილურობა,  განვითარება, ჩემი ქვეყნის ეროვნული იდეა - განათლება. ჩემი არჩევანია ჩემი ქალაქის მოყვარული ადამიანები, საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატია, ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურული განახლება, ქუთაისური იდეალებისა და ურთიერთობების აღდგენა! ქალაქი, რომელიც ახალგაზრდობის არჩევანი იქნება, სადაც მომავალი თაობა მიიღებს ყველაფერს, რაც დასჭირდება ბედნიერი ცხოვრებისათვის.

 

და აქვე თითოეულ მოქალაქეს  და თითოეულ ქუთაისელს მოვუწოდებ, მიდით საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, თქვენი ხმა გადამწყვეტია“, - განაცხადა იოსებ  ხახალეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner