„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისთვის. არჩევანი გავაკეთე საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა აქტივობისთვის.
„მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს აქტივობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.