logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი ნიკა გვარამიას: „მედიკო“ გვარამია, ვითხოვ შენთან ერთი-ერთზე დებატებში შეხვედრას! მერე ხალხი დაინახავს, ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ - მოღალატე!
- +

30 ოქტომბერი. 2020. 18:05

 

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი, „მთავარი არხის“ ოფისთან მივიდა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან დებატებს ითხოვს, რათა ხალხმა რეალურად გაიგოს, ვინ ვინ არის.

 

„მოვედი „მთავარი არხის“ ოფისთან და დაცვაა მობილიზებული, რომლებიც ქათამ თუ სკვინჩა გვარამიას იცავენ, რომელსაც თურმე მეორე სახელიც ჰქვია - „მედიკო“.

 

ახლა მომისმინე, „მედიკო“ გვარამია, სადღაც ჩირგვებში რომ ხარ შემალული და იმალები. მე ვარ შენს ტელეკომპანიასთან მოსული იმის გამო, დაუსრულებლად რომ აღარ გაგრძელდეს შენნაირი ბინძური არსებისგან „ქართული მარშის“ და ეროვნული ძალის შეურაცხყოფა, დაუსრულებელი ცილისწამება და ტალახის სროლა! აი, მოვედი და ვითხოვ შენთან ერთი-ერთზე დებატებში შეხვედრას, სადაც გამოჩნდება და ხალხი დაინახავს, ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და მამულიშვილი და ვინ ხარ შენ, ამ ქვეყნის მოღალატე და ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობ, ძილგამომთხრელი საქმიანობით იყო დაკავებული!

 

მე ახლა აქ ვდგავარ და ველოდები, ეყოფა თუ არა ოდნავ მაინც რაიმე ტიპის გამბედაობა ამ ხლისტ გვარამია „მედიკოს“ იმისთვის, რომ გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რატომ ავრცელებს ტყუილებს, ან დამიჯდეს დებატებში. მისთვის ძალიან დიდი პატივი იყო ახლა ჩემი აქ მოსვლა და მასთან საუბარი, მაგრამ ამასაც ვერ ხვდება, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი მას არ გააჩნია და არც ღირსება აქვს, არც პატივი. ველოდები, იქნებ მისმა პატრონებმა უთხრან, რომ ჯობია, შემხვდეს და დამელაპარაკოს და მერე ყველამ დავინახოთ, ვინ არის ამ ქვეყნის  მოამაგე და ვინ არის ამ ქვეყნის მოღალატე.

 

ერთი რამეც მინდა, საზოგადოებას ვუთხრა: მე აქ მოვედი წინადადებით, რომ „მედიკო“ ნიკა გვარამიამ ნახოს სიცრუის დეტექტორი და დავჯდეთ ეთერში, მოიყვანოს ყველა პოლიტიკოსი, მათ „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ რომ ჰყავთ ერთად შეკრებილი იმ ფანჩატურში, ნათელაშვილის თამადობით, უგულავა-ბოკერიათი დამთავრებული და თვითონაც დაჯდეს და შევმოწმდეთ მეც და სანდრო ბრეგაძეც - ვართ თუ არა, ან ოდესმე ვიყავით თუ არა რაიმე ტიპის ურთიერთობაში რუსეთის, ან ნებისმიერი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან? აი, მერე დაინახავს და გაიგებს ყველა, ვინ არის ამ ქვეყანაში მართლა აგენტი და სხვა ქვეყნიდან მართული პერსონა და ვინ არ არის!“ - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა „მთავარი არხის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლაივ-ჩართვისას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner