logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე დააფიქსირა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 12:20

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #24 უბანზე დააფიქსირა.

 

„მე დღეს არჩევანი გავაკეთე იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც პატივს ცემს და უზრუნველყოფს ისეთი ღირებულებების დაცვას, როგორიც არის ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა. მე ხმა მივეცი ჩვენი ხალხის და ქვეყნის ერთიანობას, თავისუფლებას, საქართველოს დასავლური კურსით განვითარებას და რაც მთავარია, ევროკავშირის პერსპექტივას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner