logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: სულხან მოლაშვილი არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა
- +

30 ივნისი. 2016. 15:04



უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, სულხან მოლაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. როგორც კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონტროლის პალატის ყოფილ უფროსთან ამ საკითხზე მას საუბარი 3 კვირის წინ ჰქონდა.


„სულხან მოლაშვილი პოლიტიკაში წასვლას აპირებდა. დაახლოებით 3 კვირის წინ მოლაშვილი და მისი ძმა მოვიდნენ ჩემთან. სულხანი აპირებდა, მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში. მან ამასთან დაკავშირებით აზრიც მკითხა. ფიქრობდა, რომ პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენისა და ყველა დაჩაგრული ადამიანის უფლებების აღდგენისთვის იბრძოლებდა. დავინტერესდი, რამდენად შეუწყობდა მას ხელს ჯანმრთელობა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. მან დამისახელა მედიკამენტი, რომლით მკურნალობას შედეგი მოჰყვებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მას აღმოაჩნდა სიმსივნე. ამბობდა, რომ ამ მედიკამენტმა დადებითი შედეგი გამოიღო და სიმსივნე დაპატარავდა. სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებო. დარწმუნებული იყო, სიმსივნეს დაამარცხებდა, ძალიან შემართებით იყო...

 

მას პოლიტიკაში უნდოდა მოსვლა, რათა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი საბოლოოდ დაესრულებინა. ეს ვერ გააკეთა, მაგრამ თავისი წასვლით ამქვეყნიდან, მგონი, მან გააკეთა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დასრულდება ამ არჩევნებზე!" - განაცხადა კაკაბაძემ.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner