logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: სულ რამდენიმე საათი რჩება იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ
- +

31 ოქტომბერი. 2020. 13:53

 

რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და მეორე ტური რუსთავში არ იქნება.

 

„ის არჩევანი, რომელიც მე დღეს გავაკეთე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში იქნება განვითარების ახალი ეტაპი, რომლის ნაწილიც აუცილებლად იქნება რუსთავი და გარდაბანი. გვაქვს დაგეგმილი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს გამარჯვება იქნება ღირსეული პირველივე ტურში და სულ რამდენიმე საათი რჩება იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ, რომელმაც ხმა რუსთავის #2 საარჩევნო უბანზე მისცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner