logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაცების“ მაჟორიტარის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავში, სოფელ ყარაჯალაში, ხდება ზონდერ-ჯგუფების მობილიზება - არეულობას გეგმავენ
- +

31 ოქტომბერი. 2020. 14:41

 

 

„ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით, ხდება ზონდერ-ჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას: ტყუილად ნუ ცდილობთ სიტუაციის დაძაბვას და  საარჩევნო პროცესის შეფერხებას - ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე, სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება! გარანტიას გაძლევთ, დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალება არ ექნებათ და ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner