„ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით, ხდება ზონდერ-ჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას: ტყუილად ნუ ცდილობთ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას - ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე, სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება! გარანტიას გაძლევთ, დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალება არ ექნებათ და ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.