logo_geo
eng_logo
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 14:42

 

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყებაში აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი – ზვიად და ნოდარ გელოვანები დაფიქსირდა, რომლებიც წინა საარჩევნო სიაში არ იყვნენ.

 

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ გიორგი ვაშაძის მიერ ნახსენები ორი მოქალაქე – ზვიად გელოვანი (დაბადებული 1997 წელს) და ნოდარ გელოვანი (დაბადებული 2000 წელს) ნამდვილად ცოცხლები არიან, აქვთ პირადობის დამადასტურებელი აქტიური მონაცემები და სააგენტომ მათი მონაცემები ნამდვილად გადასცა ცესკო-ს.

 

თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ იმავე სახელით და გვარით სააგენტოს ბაზაში ასევე ფიქსირდებიან გარდაცვლილი ზვიად და ნოდარ გელოვანები, ისინი ვაშაძის მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული ახალგაზრდების წინაპრები იყვნენ და იმავე მისამართზე ცხოვრობდნენ. მათი გარდაცვალების ფაქტები მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, შესაბამისად, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მათ სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ირიცხება და ისინი არც ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში ირიცხებიან. დაზუსტებისათვის, 1973 წელს დაბადებული ზვიად გელოვანი გარდაიცვალა 1992 წელს, ხოლო 1935 დაბადებული ნოდარ გელოვანი გარდაიცვალა 2004 წელს“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner