logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა პროვოკაციამ სამგორის 39-ე უბანზე დაპირისპირება გამოიწვია
- +

31 ოქტომბერი. 2020. 14:43

 

 

„სამგორის 39-ე უბანზე ჩვენ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირების კადრები და თითქოს, იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. აქ იყო განუწყვეტელი ფოტოგადაღება ამომრჩევლებზე, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. მიდიოდა ამომრჩეველი და საათების განმავლობაში, ახლოდან აწარმოებდნენ პროვოკაციულად, ფოტოგადაღებას , თუმცა, როცა ამას არ მოჰყვა ამომრჩევლის მხრიდან რეაგირება, შემდეგ წავიდნენ სიტყვიერ დაპირისპირებაზე, რომ გამოეწვიათ რაიმე სახის კონფლიქტი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მედია მობილიზებული იყო კონკრეტულად ამ უბანზე, ამ ფოტოგადაღების დროს. ეს შემთხვევითი არაა, ვერავინ დამაჯერებს, რომ რომელიმე ტელევიზიაში არის იმის რესურსი, რომ ყველა უბანზე ტელეკამერა იყოს. კონკრეტულად ამ პროვოკაციული ფონის პარალელურად, იქ მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება. სამწუხაროდ, მიწევს მედიაზე ლაპარაკი. აქაც „ტვ პირველი“ ლიდერობს, მგონი, გადაასწრო ამ ტელევიზიამ „მთავარ არხს“. აქ მოხდა დაპირისპირება; მეორე მხარეს აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ამ პროვოკაციას წამოეგო, ყოფილი პატიმარი, „ნაცების“ მიერ ნაწამები, რომელმაც, როგორც ჩანს, ეს ვერ მოითმინა. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება და ძალადობა დასაგმობია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner