„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„ხმა მივეცი ქვეყნის გაძლიერებას, ხმა მივეცი იმას, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის უფლება იყოს პრიორიტეტი და ადამიანებმა შეძლონ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე დღევანდელი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.