logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: მივმართავ სამეგრელოს - რაც ავადმყოფმა სააკაშვილმა და ნაციონალმა დამნაშავეებმა სამეგრელოში იკადრეს, ამას ნუ აპატიებთ!
- +

31 ოქტომბერი. 2020. 15:09

 

 

პარლამენტის ყოფილი წევრი, თავისუფალ ჭიდაობაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს;

„მთელი გულით მივმართავ მთელ სამეგრელოს, ჩემი უსაყვარლეს ბებია-ბაბუას კუთხეს, იქ, სადაც მეგრულ-აფხაზური ადათი და წესია შერწყმული, ზუსტად ამ ორი  ულამაზესი კუთხის წესით გავიზარდე. იქ, სადაც არა მარტო ნათესავის, არამედ შორეული  მეზობლის ტკივილი თუ სიხარული თავისად მიაჩნდათ,  იქ, სადაც ადამიანი, ახალგაზრდა თუ მოხუცი გარდაიცვლებოდა, მთელი სოფელი გლოვობდა და მთელი ორმოცი დღე ტელევიზორის ჩართვა სირცხვილი იყო! თუ ვინმეს ქორწილი იყო, მთელი სოფელი ხარობდა. იქ დავიბადე, სადაც ვინმე ჯარში რომ  მიდოდა, მთელი სოფელი ვაცილებდით,  თუ  ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებდნენ, მას მთელი სოფელი განიცდიდა და გვერდში ედგა...

ეს ყველაფერი იმიტომ აღვნიშნე, რომ თქვენ ის სისხლი ხართ, რომელიც არავის არ პატიობს ღირსების შელახვას, თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც სხვის ცრემლს თქვენად იღებთ და ამიტომ მეამაყება, თქვენი სისხლის რომ ვარ... ამიტომ გთხოვთ, რაც ავადმყოფმა სააკაშვილმა და ნაციონალმა დამნაშავეებმა კონკრეტულად სამეგრელოში იკადრეს, ამას ნუ აპატიებთ! იმ სამალავებში მთელ სამეგრელოს მიაყენეს შეურაცხყოფა და მე როგორც გამზარდეთ, იმ წესით ბოლო ამოსუნთქვამდის ვიქნები სააკაშვილის მტერი, მისი ავადმყოფი აზროვნების! ძალიან მარტივი პასუხი შეგიძლიათ გასცეთ ხვალ - არა! ნაცდამნაშავე პარტიას!  მე ვირჩევ 41 - ბიძინა ივანიშვილის იდეას /ქართული ოცნების ასრულება / ეს არის მთლიანი ერთიანი სამართლიანი ბედნიერი საქართველო / მე მჯერა ამის და ამიტომაც ვუჭერ მხარს თქვენთან ერთად!“ - წერს ლუკა კურტანიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner