logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გუშინ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები 20-20 ლარს ქუჩებში არიგებდნენ
- +

31 ოქტომბერი. 2020. 15:05

 

 

„მოგიწოდებთ, რომ ტყუილის თქმა არაფრად ღირს, თუ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას მოიპოვებთ, ხარვეზების აღმოფხვრაში ჩვენც დაგეხმარებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბრალდებებს, დეზინფორმაციებს ისმენს, რადგან კონკრეტული ფაქტი არ არსებობს.

 

„მოსყიდვის ერთი ფაქტი მაჩვენეთ, სადაც კონკრეტული ფაქტია დაფიქსირებული, მაგალითად, როგორიც იყო გუშინ, რაც თქვენ დამალეთ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები 20-20 ლარს ქუჩებში არიგებდნენ. როდესაც ამბობთ, რომ აიძულებენ კონკრეტულ პირს გახსნილი ბიულეტენის გამოტანას, ასეთი იძულების, ან ერთი ჩანაწერი, ან რამე არ არსებობს. მთელი დღის განმავლობაში ბრალდებებს ვისმენთ და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რა მტკიცებულებებიც მოიტანეთ, ყველა მათგანი სიცრუე იყო. ერთ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ ფიზიკური დაპირისპირება იყო, რაც ტყუილია. რიგ შემთხვევებში დამახინჯებული და რიგ შემთხვევებში ტყუილი ინფორმაცია გაქვთ. მოგიწოდებთ, რომ ტყუილის თქმა არაფრად ღირს, თუ რაიმე ინფორმაციას მოიპოვებთ, კონკრეტულს ჩვენც მოგეხმარებით ხარვეზების აღმოფხვრაში, მთელი დღის განმავლობაში სამწუხაროდ დეზინფორმაცია მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ამას ვუპასუხოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner