logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შაშკინი დემონსტრაციულად, გოიმურად გადაადგილდებოდა პისტოლეტით, ესეც არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით
- +

31 ოქტომბერი. 2020. 16:07

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი შაშკინის დემონსტრაციულად იარაღით გადაადგილება ადასტურებს იმას, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა, რომ მათ დესტრუქციული მიზნები აქვთ.

 

„გუშინ გახმოვანდა ინფორმაცია და თქვენ, ჟურნალისტები, აბსოლუტურად ლეგიტიმურად, როგორც სხვა შემთხვევებში წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, გუშინდელ ინფორმაციაზეც გვთხოვდით კონკრეტული ინფორმაციების წარმოდგენას. დღეს უკვე გაჩნდა კონკრეტული მტკიცებულებაც, როდესაც ბატონი დიმიტრი შაშკინი, გვერდზე იარაღით, ძალიან დემონსტრაციულად, უკაცრავად და გოიმურადაც, გადაადგილდებოდა პისტოლეტით შეიარაღებული. მართლა წარმოუდგენელი გოიმობაა, რომ დიდი, მათ ენაზე ე.წ კაბურით დაიკიდო პისტოლეტი წინ გამოსაჩენად და გადაადგილდებოდე მენტორული მიხვრა-მოხვრით, კახა ოქრიაშვილი შემდგომ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც დადის იარაღით.

 

სასოწარკვეთილების პიკია, გასაგებია, მაგრამ ესეც არის მტკიცებულება, რაზეც ჩვენ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით, ასევე ის, რომ იქ არმაცხოვრებელი, არჩაწერილი ადამიანები, რომლებსაც არაფერი ესაქმებათ ბოლნისში, დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი მათთან ერთად გადაადგილდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ისიც იარაღით გადაადგილდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner