logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 16:32

 

 

 

„ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავაფიქსიროთ საკუთარი არჩევანი.

 

„ძალიან მიხარია,რომ რიგებს ვხედავ საარჩევნო უბნებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი აქტიურობით აძლევენ ხმას. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. არ დაიზაროთ, მოდით არჩევნებზე, მიეცით ხმა, ამას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner