logo_geo
eng_logo
15:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 36.45% შეადგინა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 16:46

 

15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% შეადგინა.

 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 279 947 ამომრჩეველმა მისცა.

 

„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 49.5 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 33.9%“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩევლებს მოუწოდა, იაქტიურონ, რადგან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.

 

ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩევლის აქტივობა, 15:00 საათის მონაცემებით, 34.2%-ია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner