„ვიყავი არჩევნებზე. რამდენიმე ადამიანმა შუქნიშანზე მანქანიდან დამიძახა, - გამარჯვებას გისურვებთო. ძალიან გახარებული ვარ. მთელი ცხოვრება მქონდა საქმე ტელევიზიებთან, პიართან და საარჩევნო საქმიანობითაც ვყოფილვარ დაკავებული. არასდროს ყოფილა არჩევნები ასეთი მშვიდი", - განაცხადა ხელოვნებათმცოდნემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წარმომადგენელმა ქეთევან დუმბაძემ „POSTV“-ის გადაცემა „არჩევნები 2020“-ის ეთერში.
„პანდემიის გათვალისწინებით, წესები საოცრად დაცული იყო. ამ დროს, რომელიღაც არხზე ცხადდება დეზინფორმაცია, - კარანტინში მყოფი ოჯახი მოიყვანესო“, - აღნიშნა დუმბაძემ.