logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მოლაშვილის საქმის გამოძიება პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო!
- +

30 ივნისი. 2016. 15:17



„სულხან მოლაშვილი იყო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რა უყო ადამიანებს წინა ხელისუფლებამ და იმ დანაშაულებრივმა რეჟიმმა", - ამის შესახებ პარლამენტარმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დეპუტატი მწუხარებას გამოთქვამს კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის გარდაცვალების გამო და ოჯახს თანადგომას უცხადებს.


„ძალიან დიდი გულისტკივილით სამძიმარი მინდა გამოვუცხადო სულხან მოლაშვილის ოჯახს. ეს არის კიდევ ერთი შეწირული სიცოცხლე, რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი. ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ცას არავინ არ გამოვეკერებით, არც ყოფილი პოლიტპატიმრები, მაგრამ აშკარაა, რომ სულხანი როდესაც ციხიდან გამოვიდა, წელში იყო გადატეხილი", - განაცხადა ქანთარიამ.


პარლამენტარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს სულხან მოლაშვილს არ აპატიეს ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება და დაიწყეს რეპრესიები მის წინააღმდეგ.


„რევოლუციის შემდეგ ჩართეს რეპრესიული ქმედებები, დაიწყეს დაჭერები. მაშინდელი პოლიტიკური ელიტა დაწვა ფსკერზე, რადგან ფიზიკური განადგურება ელოდათ. მაშინ სულხანი გამოვიდა, ააფრიალა დასტა ფურცლების და მთელ რიგ დანაშაულებრივ დარღვევებზე საუბარი დაიწყო, რომელიც სააკაშვილმა ჩაიდინა. ეს მას არ აპატიეს და რამდენიმე დღეში დაიწყეს რეპრესიები. ციხეში კი რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. ის ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მხოლოდ 47 წლის, იმ ასაკში, როცა თავისი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად უნდა გამოავლინოს ადამიანმა..." - აღნიშნა ქანთარიამ.


რაც შეეხება სულხან მოლაშვილის წამების გამოძიებას, ქანთარიას თქმით, პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დეპუტატს მიმაჩნია, რომ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის საქმის გამოძიება ბევრად ადრე ინტენსიურ რეჟიმში უნდა წარმართულიყო.


„პროცესი მიმდინარეობს და გეთანხმებით, რომ მისი საქმის გამოძიება უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული. დარწმუნებული ვარ, საქმე მივა ბოლომდე. საქმესთან წვდომა არ გამაჩნია, ეს ჩემს პრეროგატივაში არ არის. არ ვიცი, გამოძიების არაინტენსიურად წარმართვის მიზეზი რა იყო - იქნებ ის, რომ ციხიდან ცოცხალი გამოვიდა ... ყველა შემთხვევაში პროცესი გასაგრძელებელია!" - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner