logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გლდანში ჰქონდა ადგილი ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 17:24

 

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მდინარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

 

ამას გარდა, მამუკა მდინარაძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებასაც ეხმაურება.

 

„უკვე წყალი არ გაუვა იმას, რომ გამარჯვება „ქართული ოცნების“, რაც ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს, არის გარდაუვალი, ოღონდ ამას სჭირდება ბოლომდე მაქსიმალური აქტიურობა ჩვენი მხარდამჭერების და ამომრჩევლების, რომ ბოლომდე 20:00 საათის ჩათვლით გავაფორმოთ ეს გამარჯვება. ამ შემთხვევაში, თუ კიდევ იგივე, ანალოგიური აქტიურობა იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და ამომრჩევლების მხრიდან, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ალბათ ბევრს ვერც კი წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება კონკრეუტლად გლდანს, როგორც მოსალოდნელი იყო და ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ, რამდენიმე დღის განმავლობაში, გლდანში მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, რამდენიმე ლოკაცია დავასახელეთ ჩვენს მიერ გამართულ ბრიფინგებზე.

 

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ შტაბებიდან, რომ ისინი გლდანის რაიონში აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას. ჩვენი ვარაუდი და ინფორმაცია, რომელიც გვქონდა „ნაცმოძრაობის“ შტაბიდან, გლდანის შტაბიდან ამ შემთხვევაში კონკრეტულად, 100%-იანი სიზუსტით გამართლდა. გლდანში ჰქონდა ადგილი „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არა ერთ ლოკაციაზე და არა ერთ უბანზე. ის და მისი ზონდერ-ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებას, ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში. ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა გადაადგილებაში, ყოველ წუთში ისინი ცდილობდნენ, რომ სხვადასხვა უბნებთან ყოფილიყვნენ მობილიზებული და პირდაპირი შეურაცხყოფა მიეყენებინათ „ქართული ოცნების“ არა აქტივისტებისთვის, არამედ ამომრჩევლებისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner