logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გლდანის ინციდენტში მონაწილეობდა ნიკა მელიას მთავარი ზონდერი ირაკლი ეძგვერაძე, ზედმეტსახელად „ჭყიპინა“ – „ჭყიპინების“ იმედზეა „ნაცმოძრაობა“
- +

31 ოქტომბერი. 2020. 17:25

 

 

„ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც გლდანის ინციდენტში მონაწილეობდა, მას ზედმეტსახელად ჰქვია „ჭყიპინა“ და გლდანში ამ ადამიანს ყველა იცნობს, როგორც ე.წ. ძველ ბიჭს, არ ვიცი ჭყიპინების იმედზე თუ არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გლდანში ადგილი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არა ერთ ლოკაციაზე და არა ერთ უბანზე.

 

„ირაკლი ეძგვერაძე და მისი ზონდერ-ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებას, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში. ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა გადაადგილებაში, 15-20 წუთში ცდილობდნენ ყოფილიყვნენ სხვადასხვა უბნებთან მობილიზებულები, პირდაპირი შეურაცხყოფა მიეყენებინათ „ქართული ოცნების“ არა აქტივისტებს, არამედ ამომრჩევლებისათვის, პირდაპირ აგინებდნენ იქ მისულ ამომრჩეველს და ემუქრებოდნენ. „ქართული ოცნების“ ყველა აქტივისტს, მხარდამჭერს, მოვუწოდებთ თავი ავარიდოთ მაქსიმალურად ამ პროვოკაციებს, რაც არ უნდა ძნელი გასაძლები იყოს ეს ყველაფერი. რამენაირად ეცადეთ, არ აჰყვეთ ასეთ პრვოკატორებს და არ მისცეთ საშუალება, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია. მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ესმით, რომ „ქართულ ოცნებას“ თითქოს მობილიზებული ყავს რაღაც ე.წ. ძველი ბიჭები და ა.შ. მინდა, კონკრეტული ადამიანის შესახებ გითხრათ, ვინ არის ეს ადამიანი, კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც უკვე დაკავებულია, ამ ჩხუბში მონაწილეობისათვის, მას ზედმეტსახელად ჰქვია „ჭყიპინა“ და გლდანში ამ ადამიანს ყველა იცნობს, როგორც ე.წ. ძველ ბიჭსა და ავტორიტეტს. არ ვიცი, „ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ფეისბუქშიც“ ვხედავ რაღაც აჟიტირებულ პოსტებს, თუმცა, ეს ისტერიკა მაჩვენებელია იმის, თითქოს ისინი არჩევნებს იგებენ. მათ უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ პირწმინდად აგებენ არჩევნებს. ახლა დარჩა მხოლოდ რამდენიმე საათი, რომლის განმავლობაშიც იგივენაირად, იგივე ჟინით უნდა იაქტიუროს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებმა და ჩვენ გავაფორმებთ ძალიან მყარ გამარჯვებას, რომელიც ამავდროულად არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner