logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიხლაძე ნიკა გვარამიაზე: ხელმოცარული პროკურორი, რომელიც ახლა მედიასივრცეს აბინძურებს!
- +

31 ოქტომბერი. 2020. 18:11

 

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე, ნიკა გვარამიას მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსს პასუხობს.

 

„არასოდეს არ ვიმჩნევდი ამ არარაობას, ან როგორ უნდა შემემჩნია სასაცილო ტელეპერსონაჟი, რომელსაც საკუთარი გარემოცვაც კი სიბრალულით უყურებს მისი მდგომარეობის გამო.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დასაცინი და დასაძრახი არ არის, მაგრამ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშიც არის. მისი „სამეგობრო”, რომელიც ამ მდგომარეობის გამო ზურგს უკან დასცინის, წესით მასზე უნდა ზრუნავდეს. ისე გამოვიდა რომ მეორე დღეა ჩემს ვოლზე მასზე ვწერ.

 

ჟურნალისტებს რომ არ ეხებოდეს და იმ ტელეკომპანიას, რომელიც მიწასთან აქვს გასწორებული 2007 წელს, ვერაფრით მიიქცევდა ჩემს ყურადღებას. ხელმოცარული პროკურორი, რომელიც ვერასოდეს დაბრუნდა თანამდებობაზე, სულ გვახსენებს თავს რომ არ დავივიწყოთ. პრინციპში არ დაგვავიწყდება, ესაა კაცი რომელიც “იმედს” „სუბიექტურობის” გამო არბევდა და ახლა მედიასივრცეს აბინძურებს, ისე რომ ფსკერი გახვრიტა.

 

წლების შემდეგ როცა ბინძურ ჟურნალისტიკას გავიხსენებთ, ყველას ეს პარტიული არარაობა გაგვახსენდება – როგორც ილუსტრაცია იმის, თუ რა არ უნდა გააკეთო არასოდეს“, – წერს ირაკლი ჩიხლაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner