logo_geo
eng_logo
ხევსურეთსა და თუშეთში მყოფმა მესაზღვრეებმა საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 18:24

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხისა და ბარისახოს სამმართველოს მესაზღვრეებმა, რომელთა სამსახურებრივი ამოცანები არჩვენების დღეს მათ ყოფნას მაღალმთიან რეგიონებში, რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე მოითხოვს, გადასატანი საარჩევნო ყუთებით ისარგებლეს და საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა განახორციელეს. მაღალმთიან რეგიონებში ყუთების გადატანა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით მოხერხდა.

 

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრებმა პირებმაც მიიღეს. მათ ხმის მიცემა ომალოში, სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო უბანზე შეძლეს.

 

საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner