logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 18:26

 

„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ჩვენი შტაბებიდან მიღებული ინფორმაციით, დაახლოებით 900 ათას ხმაზე მეტია უკვე დაფიქსირებული ჩვენ სასარგებლოდ, რაც პირველ რიგში ხაზს უსვამს, რამდენად დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე 2 საათში გავაფორმებთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დილიდან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებელთან, ევროპიდან ჩამოსულ პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, ჩვენ ვუსმენთ მათ განცხადებებს და ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ერთხმად აღიარებენ, რამდენად კონსტრუქციულ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ზომა, რომელიც მიღებულია ხელისუფლების მიერ, არის არა თუ მოწონებული, პირიქით, საშუალებას აძლევს ყველას, უსაფრთხოდ მისცეს ხმა და დააფიქსიროს თავისი არჩევანი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner