ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა.
„ამ დროის, 5 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 607 530 ამომრჩეველი. ყველაზე მაღალი აქტივობა, ისევ მე-19 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, სადაც აქტივობა იყო 57.3%, ყველაზე დაბალი აქტივობა კი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც არის 41.9%“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.