logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ის ხალხია, ვინც საკუთარ მარცხს ყოველთვის გამარჯვებად ასაღებს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 19:06

 

„ჩვენ ვართ საარჩევნო დღის პრაქტიკულად თითქმის ბოლოს და ვხედავთ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რადიკალურმა და დესტრუქციულმა ძალებმა უკვე განახორციელეს მცდელობები, რომ ჩართონ ის სცენარი, რომელიც აქვს გამზადებული, მაგრამ მას აღსრულება არ უწერია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ ვხედავთ ფეიკ-ტელევიზიებით და ჟურნალიზმით, ფეიკ პარტიები და ფეიკ კვლევები, ეს ის ხალხია ვინც, ის დიდი უბედურება რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს 2008 წლის აგვისტოს ომის სახით იზეიმეს, ეს ის ხალხია ვინც საკუთარ მარცხს ყოველთვის გამარჯვებად ასაღებს და დღეს საღამოსაც აქვთ ასეთი უბადრუკი მცდელობა, რომ თავიანთივე ამომრჩეველში გააჩინონ ე.წ. მუხტი და ჩართონ ის სცენარი, რომლის ჩართვის პროცესში, როგორც ჩანს, სირთულეებს აწყდებიან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner