„ევროპული საქართველო“ გეგმავს 8 საათისთვის ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომლებსაც უკვე მიცემული აქვთ ხმა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან შესაბამისი წესიც შეახსენა.
„როდესაც 8 საათისთვის უკვე იხურება უბნები, ამოწმებენ, ვინც დგას რიგში და იმ ადამიანებს აქვთ ხმის მიცემის საშუალება. ამის გაპროტესტებას გეგმავენ, რაც არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიის ამ გეგმის შესახებ მმართველ გუნდში გუშინწინ იცოდნენ და დღეს ეს დადასტურდა. კობახიძემ დასძინა, რომ ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ შტაბებიდან მიიღეს.