logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: ამ რთულ პერიოდშიც კი ჩვენი მოსახლეობა აჩვენებს თავისი კულტურის უმაღლეს დონეს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 19:42

 

 

„ამ რთულ პერიოდშიც კი ჩვენი მოსახლეობა აჩვენებს თავისი კულტურის უმაღლეს დონეს. „ნაციონალური მოძრაობა” ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ პირველი ნოემბრისთვის. „მარკირებული დეზერტირი“ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის, ისინი გაიქცევიან კურდღლებივით",.- განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა "POSTV-ის" გადაცემა „არჩევნები 2020-ის“ ეთერში.

 

ცალსახად მინდა, მადლობა ვუთხრა კელი დეგნანსმ ისინი აქტიურად გვეხმარებიან, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართვა თავი. ეს არის იმ ლიდერების გუნდი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გაფართხალებაა, მათ გრძელვადიანი გეგმა არ გააჩნიათ, მათ უკან დასახევი გზაც მოიჭრეს, აპოკალიპტური სურათი დახატეს, რომ თითქოს მოიგეს. ამ ადამიანებს ხელისუფლებაში არავინ აღარასდროს დააბრუნებს. უნდა გაიაზრონ, რომ ნებისმიერ მოქმედებას, მოჰყვება უკუმოქმედება, მათ შორის - არაპროპორციული. ჩვენ არ დავუშვებთ რადიკალურ ქმედებებს ამ ქვეყანაში", - აღნიშნა ნიკოლოზ მეტრეველმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner