logo_geo
eng_logo
გია მეფარიშვილი: რამდენი ახალგაზრდა ჩაწვა მიწაში, ვინ გააცოცხლებს მათ?!
- +

30 ივნისი. 2016. 15:35



„ეს არის უმძიმესი დანაკარგი პირადად ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და დანაკარგია სრულიად საქართველოსთვის", - ამის შესახებ გია მეფარიშვილმა სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა.


ყოფილი მთავარი პროკურორის თქმით, მოლაშვილი წინა ხელისუფლების რეპრესიულ რეჟიმს შეეწირა.


„სულხან მოლაშვილი ჩემი სტუდენტი იყო, ბავშვობიდან ვიცნობ. გარდაიცვალა ჭეშმარიტად ქართველი კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, ძალიან უყვარდა ენა, მამული და სარწმუნოება. ამ ცნებებით გაზარდეს ის მშობლებმა.

 

სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენს თვალწინ, ჩვენი თანდასწრებით მოხდა. საზოგადოება მაშინ ბრმა იყო, ყრუ იყო... რაც მოხდა რეალურად, ეს მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. მე შეძრული ვარ. ერთი რამ მინდა ვთქვა, ახლა მაინც გამოფხიზლდეს ქართველი ერი, იქნებ ახლა მაინც ეშველოს სამართლის აღდგენას და დავანებოთ თავი ამ კოაბიტაციას.

 

მოლაშვილის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებულ წამებასთან. ის იმსხვერპლა დანაშაულებრივმა სისტემამ! ნახოს ყველამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა - ეს ყველაფერი დაფიქსირებულია გადაწყვეტილებაში, რაც ქართულმა მხარემ აღიარა კიდეც. რაც ჩვენს პენიტენციურ სისტემაში არსებობდა, იყო უბედურება, რასაც მოჰყვა ადამიანთა მასობრივი დამახინჯება. ჩემთვის გასაოცარია ერთი რამ -  ასეთი ყოველივე საშინელების ავტორები დღეს კიდევ ამბიციებით გამოდიან, არჩევნების შემდეგ ისევ ხელისუფლებაში დავბრუნდებითო. არ ვიცი, რა შეფასება უნდა მიეცეს ამ ყოველივეს. რამდენი ასეთი დაგვეკარგა, რამდენი ახალგაზრდა ჩაწვა მიწაში. ვინ გააცოცხლებს მათ?!" - განუცხადა „რეპორტიორს" მეფარიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner