logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გილოცავთ ყველას, საქართველომ დემოკრატიის გაძლიერებისკენ დღეს კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 20:20

 

 

 

გილოცავთ ყველას, საქართველომ დღეს გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

 

მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„გაიმარჯვა ჩვენმა საზოგადოებამ, „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი ძალა და ჩვენ არ დავკარგავთ ამ უპირატესობას. ყველას მადლობას გიხდით -ახალგაზრდებს, მშობლებს, ხანდაზმულებს, დღეს მთელი საზოგადოება გაერთიანდა თავისი მომავლის შესაქმნელად. ჩვენ გავიმარჯვეთ და საქართველომაც გაიმარჯვა. წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner