შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ინციდენტებზე გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროს გამოცემა "პუბლიკის" პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
"დაწყებული გვაქვს გამოძიება, სსკ-ის187-ე მუხლით - რაც ნიშნავს სხვისი ნივთის დაზიანებას, ამ წუთას მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სავარაუდოდ მოხდება გადაკვალიფიცირება და შეიცვლება საქმის კვალიფიკაცია. დაზიანდა ნივთი - შესაბამისად გამოძიება დაწყებულია ამ მუხლით თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე მიმდინარეობს გამოკითხვა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე მოხდება კვალიფიკაციის ცვლილება. გლდანის შემთხვევაში, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიღებული შედეგების შესახებ გაცნობებთ მოგვიანებით", - განაცხადა კახა საბანაძემ.