მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს არჩევნებზე მოვიდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა და რა თქმა უნდა, როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა დიდი მადლობა. მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია“, – განაცხადა კობახიძემ.