„არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.
„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ახლა უკვე შეიძლება. განსხვავებით წინა წლებისა, ჩვენი პარტიული აქტივი, ვინც სხვების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, ხმების მობილიზებაში, დავაორგანიზეთ 5 საათის შემდეგ. ანუ პარტიული აქტივის 80%-მა ხმა მისცა 5 საათის შემდგომ. თქვენი იცით, რომ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემის გამოყვანას სჭირდება დრო. ეგზიტპოლის საველე სამუშაოების ჩამტარებელი რგოლი მუშაობს მაქსიმუმ 5-6 საათამდე. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს, თუმცა ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ. ყოველ შემთხვევაში, მე ამ პოზიტიურ მოვლენებს შემთხვევით არ ვახმოვანებ“, - განაცხადა მდინარაძემ.