logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, დაუჯერონ არჩევნების შედეგებს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 21:26

 

„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისი ხმა და არჩევნებში მონაწილეობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

 

„ჩვენ ვართ გარანტორი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის - ეს ყველაფერი იქნება გარანტირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია.

 

„ყველამ ვნახეთ, თუ რა იყო ჩვენი მოქალაქეების სურვილი არჩევნებში, მოქალაქეებმა ცხადად უთხრეს ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ სურთ მხოლოდ მშვიდობიანი განვითარება, ამიტომ ამ არჩევანს, რომელიც არის უზენაესი და ყველაზე ძლიერი დემოკრატიაში, ვერ შეცვლის ვერცერთი ცალკე აღებული რადიკალური ძალა. ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, რომ დაუჯერონ არჩევნების შედეგებს, დაუჯერონ იმ შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისია აწვდის და დაერმორჩილონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner