logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: როცა სტრასბურგის მოსამართლე ნაცრეჟიმის წარმომადგენელია, ყოველივე ოპტიმიზმით არ განგაწყობს
- +

30 ივნისი. 2016. 15:43



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებს ეხმიანება და იქ მყოფ მოსამართლე ნონა წოწორიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:


„სანამ გირგვლიანების მთელი ოჯახი, ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე არ გარდაიცვალნენ,  სულხან მოლაშვილი კი სიკვდილის პირას არ მივიდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მათ მიერ წლების წინ შეტანილ საჩივრებზე  გადაწყევტილება არ გამოიტანა. ამ დროს დიდი ლოდინი არ დასჭირვებია ვანო მერაბიშვილს, რომლის მოთხოვნები  სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ყველა მის პოლიტპატიმრობაზე ალაპარაკდა ქვეყნის შიგნით  და ქვეყნის გარეთ.   ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, ჩემი აზრით, 2004-2008 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე და ვანო მერაბიშვილის კადრი ნონა წოწორიაა. რომელიც 2008 წელს 9 წლით გაამწესა სააკაშვილმა მოსამართლედ სტრასბურგში საქართველოს სახელით. ჯერ კიდევ მთავარ პროკურატურაში  მთავარი პროკურორის მოადგილედ ნონა წოწორიას დანიშვნა  ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან მას არავითარი პრაქტიკული და არც პედაგოგიურ-მეცნიერული გამოცდილება არ გააჩნდა და შემდგომ მისი სტრასბურგში გაგზავნა ხომ  მთალდ სასწაული იყო ყველასთვის. ასეთი გადაწყვეტილებების  მიღება 9-წლიანი რეჟიმის პერიოდში  მხოლოდ პირადი ერთგულების და მორჩილების სანაცვლოდ  ხდებოდა.

 

სირცხვილია, 2004-2008 წლებში საქართველოს პროკურატურის მიერ უკანონოდ გასამართლებული პირების  საქმეებს იხილავდეს სტრასბურგში მოსამართლე, რომელიც თავად იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ სისტემისა.  სირცხვილია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იყოს ადამიანი, ვინც ანმტკიცებდა სააკაშვილის  ჯალათურ სისტემას. ყველას გვახსოვს, რა ამბავი ატეხეს ევა გოცირიძის სტრასბურგის მოსამართლის კანდიდატად დასახელებაზე  საია-მაიებმა და ნაცსექტის წარმომადგენლებმა. სად იყო ეს ხალხი მაშინ, როცა წოწორიას უშვებდნენ სტრასბურგში?  

 

მერაბიშვილის საქმე სხვა მოსამართლეებთან ერთად, სწორედ მერაბიშვილისა და ადეიშვილის  კადრმა  ნონა წოწორიამ განიხილა.  წოწორიას სტრასბურგში ვადა 2017 წელს ეწურება, ამიტომ  ჩვენ  შესაძლოა ვიხილოთ გამამართლებელი გადაწყვეტილებები ახალაიას, უგულავას და „ნაცმოძრაობის" სხვა წევრთა საქმეზე, რადგან წოწორია პირველ რიგში ანგარიშვალდებული „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების წინაშეა", - აცხადებს მჟავანაძე.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner