„დღევანდელი ეგზიტპოლებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ არის უდავო გამარჯვებული“, - ამის შესახებ Public Opinion Strategies-ის პარტნიორმა ნილ ნიუჰაუსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით წინასწარი კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 55% უჭერს მხარს, ხოლო 23% „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობას.
„ამომრჩევლები ამ შედეგებით აჩვენებენ იმას, რომ სურთ იმ გზის გაგრძელება, რაც გამოიხატება ხელისუფლებისადმი მხარდაჭერაში. ჩვენ დიდი დრო გავატარეთ იმის გარკვევაში, რომ ტოპ ორი პარტიის გარდა კიდევ ვინ შეძლებდა პარლამენტში შესვლას. „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, ჩანდა რომ ამ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თუმცა ჰქონდა ასევე შანსი „ლეიბორისტული პარტიას“ . პატარა პარტიებისთვისაც ასევე არსებობდა შანსი პარლამენტში მოხვედრის“, - განაცხადა ნილ ნიუჰაუსმა.