logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: საქართველომ მოიპოვა დიდი გამარჯვება!
- +

31 ოქტომბერი. 2020. 22:50

 

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ბადრი პატარკაციშვილის შექმნილ ტელევიზიაში, რომლის დაბადების დღეც არის დღეს და ეს არის რაღაც სიმბოლური დამთხვევა, რომ გავიმარჯვეთ დღეს. საქართველომ მოიპოვა ის დიდი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ბადრის უკავშირდება ეს დღე. ნამდვილად სხვანაირი, სიმბოლური დამთხვევაა“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის გაკვირვებულია იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეგზიტპოლის შედეგით ამომრჩეველთა 23%-ის ხმა მიიღო.

 

„მივულოცავ ჩვენს ქვეყანას დღევანდელ გამარჯვებას. შედეგები ეგზიტპოლის არის, მაგრამ უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ბევრად უპირატესობს. ნამდვილად მქონდა ამის მოლოდინი და მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებს, რომელმაც ყველაფერი გადადო და მივიდა არჩევნებზე, თუნდაც აი ამ უჩვეულო ვითარებაში, რასაც ეს პანდემია ქმნის ქვეყანაში და მსოფლიოში. გაოცებული ვარ ისეთი რაოდენობა იყო ხალხი. ძალიან გახარებული ვარ. მე ველოდი, რომ ასეთი შედეგი იქნებოდა, ალბათ კიდევაც აიწევს ციფრი უფრო მეტი. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გაკვირვებული ვარ. 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“ არ მეგონა. ვერ წარმომიდგენია ამდენი თუ კიდევ ჰყავთ მომხრე. რაც შეეხება „ევროპელებს“, ეს აბსოლუტურად მისაღებია, 3%-იც ზედმეტია მათთვის. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი გამარჯვებით გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა დღეს. კარგად ვიცით, რომ ეს ბრძოლა და ეს არჩევნები ჩვეულებრივი არ არის. ეს არის დიდ ბოროტებას, სიბნელესა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის არჩევანი და სწორედ დღეს ხალხმა აირჩია ნათელი მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მეტრეველმა.

 

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.

 

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner