logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: „ნაციონალები“ თუ 23%-ს აიღებდნენ, არ მეგონა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 23:11

 

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ბადრი პატარკაციშვილის შექმნილ ტელევიზიაში, რომლის დაბადების დღეც არის დღეს და ეს არის რაღაც სიმბოლური დამთხვევა, რომ გავიმარჯვეთ დღეს. საქართველომ მოიპოვა ის დიდი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ბადრის უკავშირდება ეს დღე“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

როგორც მან ეგზიტპოლების შედგების კომენტირებისას აღნიშნა, გაკვირვებულია იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა 23%-ის ხმა მიიღო.

 

„მივულოცავ ჩვენს ქვეყანას დღევანდელ გამარჯვებას. შედეგები ეგზიტპოლის არის, მაგრამ უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ბევრად უპირატესობს. ნამდვილად მქონდა ამის მოლოდინი და მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებს, რომელმაც ყველაფერი გადადო და მივიდა არჩევნებზე, თუნდაც აი ამ უჩვეულო ვითარებაში, რასაც ეს პანდემია ქმნის ქვეყანაში და მსოფლიოში.

 

გაოცებული ვარ ისეთი რაოდენობა იყო ხალხი. ძალიან გახარებული ვარ. მე ველოდი, რომ ასეთი შედეგი იქნებოდა, ალბათ კიდევაც აიწევს ციფრი უფრო მეტი. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გაკვირვებული ვარ. 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“ არ მეგონა. ვერ წარმომიდგენია ამდენი თუ კიდევ ჰყავთ“ - განაცხადა მეტრეველმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner