logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ
- +

1 ნოემბერი. 2020. 00:23

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

მინისტრი ჯარისკაცებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

„ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგები

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

მაზარი შარიფი - 84,7%

ბაგრამი-ქაბული - 93,3%

ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას.

მადლობა!“, - წერს ღარიბაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner