„პანდემია რომელიც მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა, უმძიმესი განსაცდელია და მე მგონი დღეს ნელ-ნელა აზრზე მოვდივართ ჩვენ რა საფრთხესთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„იმ დროს როდესაც მეორე ტალღამ ისევ გააჩერა ევროპა და საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში, საქართველომ ჩაატარა წარმატებული, მშვიდი, წყნარი არჩევნები. რომ არა პროვოკატორები, ეს იქნებოდა და არის კიდეც სამაგალითო არჩევნები“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.
საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.