logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: იმ დროს როდესაც კორონავირუსის მეორე ტალღამ ისევ გააჩერა ევროპა, საქართველომ წარმატებული, მშვიდი არჩევნები ჩაატარა
- +

1 ნოემბერი. 2020. 01:13

 

„პანდემია რომელიც მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა, უმძიმესი განსაცდელია და მე მგონი დღეს ნელ-ნელა აზრზე მოვდივართ ჩვენ რა საფრთხესთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

 

„იმ დროს როდესაც მეორე ტალღამ ისევ გააჩერა ევროპა და საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში, საქართველომ ჩაატარა წარმატებული, მშვიდი, წყნარი არჩევნები. რომ არა პროვოკატორები, ეს იქნებოდა და არის კიდეც სამაგალითო არჩევნები“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.

 

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner