logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელსაც ძალიან უნდა თავისი წარსული და ბიოგრაფია წაშალოს
- +

1 ნოემბერი. 2020. 01:18

 

 

„საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა მაღალი კულტურა დღეს“, - ამის შესახებ დავით მაღრაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. პოეტის შეფასებით, მოქალაქეებმა მაღალი აქტივობა გამოიჩინა და ამასთან პანდემიის გამო დაწესებული ყველა წესი დაიცვა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ - რომ თვითონ „ქართულმა ოცნებამ“უზრუნველყო დემოკრატიული არჩევნები ამ გაჭირვების დროს. არ გამოგვრჩეს ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა კიდევ ერთხელ იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელსაც ძალიან უნდა რომ თავისი წარსული და ბიოგრაფია წაშალოს და ახალი ისტორია შეიქმნას, მაგრამ ისეთი ავკაცობა, ისეთი აღვირახსნილობა და ისეთი რეპრესიები აქვს გატარებული საქართველოში, რომ პოლიტიკური ეპიტაფია გახდება მათი ეს ცოცხები და ციხის კადრები და ყველა ის აღვირახსნილი რბოლა, რაც მათ ჩაიდინეს. საქართვლოს მოსახლეობამ უკულტურობას დაუპირისპირა მაღალი კულტურა“, - განაცხადა მაღრაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრება პარლამენტის წინ 2008 წელს ახსენებს, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ ომში დამარცხება იზეიმა.

 

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 24%.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner