ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ გააჩნია, ის სერიოზული უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში", - ამის შესახებ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს, ჟორჟოლიანის აზრით, ეს კვლევები ზოგჯერ ძალიან არაადეკვატურია სინამდვილესთან შედარებით. პარლამენტარი მოუწოდებს საზოგადოებას და მედიას, ნუ მიმართავს განსაკუთრებულ ყურადღებას ჩატარებული გამოკითხვებისკენ.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას, მედიის წარმომადგელებს, ნუ აქცევთ გადამეტებულ ყურადღებას კვლევებს! არჩევნები ტარდება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი არჩევანი და აირჩიონ ის, ვინც სურთ. ხშირად კვლევები გამოიყენება მანიპულირებისთვის. ის კვლევები, რომლებიც უკვაშირდება კონკრეტულ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, სანდოობით ვერ ისარგებლებენ. მეტიც მინდა გითხრა, სოციოლოგიის სფეროში მეტი ცოდნა მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის გადამეტებული ყურადღება, რაც ამ კვლევების მიმართ ხდება. დაანებეთ თავი, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი არაა ეს კვლევები.
რაც შეეხება, „ნაციონალურ მოძრაობას", მოსახლეობას ამნეზია არ სჭირს და ყველას კარგად ახსოვს, რა დამართა ამ პარტიამ ქვეყანას. უმრავლესობა არ მისცემს ხმას ამ პარტიას, ამას კვლევა არ სჭირდება, ეს რეალობაა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.