logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების სტაბილურობა
- +

1 ნოემბერი. 2020. 02:56

 

„ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერი გამოკითხვით ყველაზე მეტი ხმა აიღო და ბევრად მეტი, ვიდრე მისმა მდევარებმა. ანუ 2 პარტიაც კი ვერ აგროვებს იმდენს, რამდენსაც „ქართული ოცნება“. მოსახლეობამ დღეს დაინახა მთავარი, რომ უმრავლესობა არის „ქართული ოცნებისკენ“ და ეს ლეგიტიმაცია დადგეს ეჭქვეშ”, - ამის შესახებ იმედის ერთ-ერთმა წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჩვენ პირველად მივიღეთ პარლამენტი, სადაც წინასწარი შედეგებით, 10 პარტია მაინც შევა.

 

„ეს საშუალებას მისცემს პარტიებს დაიწყონ, ზომიერი, თანმიმდევრული საკუთარი პლატფორმის მშენებლობა, თუმცაღა ის, რომ ვიღაცები საუბრობენ მესამე ძალაზე, ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების სტაბილურობა“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner