„ნაცსექტანტებს სულ ტყუილად გგონიათ, რომ სიტუაციას ააყირავებთ სააკაშვილის მითითებით!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„ის მანიაკი ისევ კიევში იბაირამებს, თქვენ ყველანი კი ბრასლეტებს მოირგებთ!“, -დასძენს მძინარაშვილი.
ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 54,72%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 23,61%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,99% აქვს.