logo_geo
eng_logo
ცესკოსთან პოლიციაა მობილიზებული
- +

1 ნოემბერი. 2020. 04:11

 

 

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები ტერიტორიაზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

 

თამარ ჟვანიას არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება ორჯერ შეაწყვეტინეს. ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დავით კირთაძე შევიდა და თამარ ჟვანიას შედეგების წაკითხვის საშუალებას არ აძლევდა. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ცესკომ შედეგების გამოცხადება დააგვიანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საარჩევნო კომისია შედეგების გაყალბებას ცდილობს.

 

მას შემდეგ რაც კირთაძეს ბრიფინგი დაატოვებინეს, ცესკოს თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გურგენიძემაც შეაწყვეტინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner