„ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე ფაქტი, როცა ადგილი ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბოტაჟის ფაქტს, როდესაც ორჯერ შეაწყვეტინეს კომისიის თავმჯდომარეს ბრიფინგი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სცენარი რომელსაც ოპოზიცია თავის რიგებში აანონსებდა, ცდილობს როგორმე მოქმედებაში მოიყვანოს.
„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, დღეს სახელმწიფო შემდგარია და ტყუილზე დაფუძნებული მუხტის აწევას ადგილი ვერ ექნება“, -აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მონაწილეობით ინციდენტი მოხდა. ბრიფინგზე დავით კირთაძე შეიჭრა და თამარ ჟვანიას შედეგების წაკითხვის საშუალებას არ აძლევდა.