„ეს ნდობა ათჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგი კიდევ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გააგრძელებს ჯარის გაძლიერებას.
„ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგები: პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“: მაზარ-ი-შარიფი - 84,7% და ბაგრამი-ქაბული - 93,3%. ეს ნდობა ათჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.