logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია: ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს
- +

1 ნოემბერი. 2020. 10:24

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მცდარია შეფასება, თითქოს ცესკო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რაღაცას არასწორად აკეთებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო-ს მონაცემები ზუსტია, რაც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებითაც მტკიცდება.

 

„კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივმართო, ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებულია. ცესკო-მ რამდენიმე ათეული წელია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები ზუსტია. ეს მტკიცდება, როგორც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებით. ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საუბნო შემაჯამებელი ოქმები, რომელიც საარჩევნო უბნებში დგება, ამ ოქმებს აკვირდება პოლიტიკური პარტიის 80 ათასზე მეტი წარმომადგენელი, 47 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, 6 ათასამდე მედიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები. უფრო მეტიც, არიან კომისიის წევრებიც“,- განაცხადა ჟვანიამ.

 

მისი თქმით, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

 

„არასერიოზული შეფასებებია, თითქოს გზაში რაღაცას ცვლის, ეს აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა, რომელიც დიდი ხანია განვითარებული საქართველოს ისტორიიდან არის წაშლილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს“,- განაცხადა ჟვანიამ.

 

მან მოსახლეობას მიმართა, არ აჰყვნენ პოლიტიკურ ინტერესს და ხელი შეუწყონ პირველ რიგში საზოგადოების ნების გამოხატულებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner