logo_geo
eng_logo
თბილისის 8-ვე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იქნება
- +

1 ნოემბერი. 2020. 10:27

 

 

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება. ამ დროის მონაცემებით, დათვლილია ხმების 68.13%. სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები რვიდან 7 ოლქში ლიდერობენ.

 

გლდანის საარჩევნო ოლქში ნიკა მელიასა და ლევან კობიაშვილს შორის სხვაობა ხმების 0.7%-ია.

 

დიდუბის რაიონში კი მეორე ტურში გასასვლელად სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად ზურა ჯაფარიძე და ანა დოლიძე იბრძვიან, რომელთა შედეგებს შორის სხვაობა ხმების მინიმალური რაოდენობაა.

 

50%-იან ბარიერს ამ დრომდე ვერცერთი კანდიდატი ვერ ლახავს.

 

ამ დროისთვის, მონაცემები ასეთია:

 

#1 მთაწმინდა-კრწანისის რაიონი: ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 47.7% - შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 28.69%

 

#2 ვაკე: ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 41.46% - ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“)36.37%

 

#3 საბურთალო: დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 44.17% - ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები“) 18.73%

 

#4 ისანი: კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 47% - ხატია დეკანოიძე („ენმ“) 25.45%

 

#5 სამგორი: სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 46.61% - ლევან ხაბეიშვილი („ენმ“) 38.23%

 

#6 დიდუბე-ჩუღურეთი: გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 44.91% - ანა დოლიძე (დამოუკიდებელი) 19.75% - ზურა ჯაფარიძე („გირჩი“) 19.47%

 

#7 ნაძალადევი: მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 45.12% - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) 25.17%

 

#8 გლდანი: ნიკა მელია („ენმ“) 43.8% - ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 43.1%

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner