logo_geo
eng_logo
დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა
- +

1 ნოემბერი. 2020. 10:54

 

 

დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა და ფიზიკურ პირებები ამ პროგრამით ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ისარგებლებენ.

 

პროგრამის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან აბონენტები, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. ამავე აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.

 

სემეკ-ის ინფორმაციით, ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.

 

ასევე, სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტები, რომლებიც თვეში 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს მოიხმარენ. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.

 

ამასთან, სემეკ-ის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, შეღავათით სარგებლობაზე უარი განაცხადონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner